Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 29 შესაბამისობის კონტროლის სისტემა. 1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დანერგოს შიდა კონტროლის ისეთი პოლიტიკა, წესები, სისტემები და მექანიზმები (შემდგომ − შესაბამისობის კონტროლის სისტემა), რომლებიც მისი საქმიანობის ხასიათის, მოცულობისა და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების პროპორციულია. 2. შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვის მიზნით ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია. შიდა ინსტრუქციას ამტკიცებს ანგარიშვალდებული პირის მმართველობის ორგანო ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი. შიდა ინსტრუქციით სხვა საკითხებთან ერთად უნდა განისაზღვროს: ა) შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები; ბ) თანამშრომელთა შერჩევის წესები მაღალი კვალიფიკაციისა და რეპუტაციის მქონე პირების სამსახურში მისაღებად; გ) თანამშრომელთა განგრძობითი სწავლების პროგრამა მათთვის ამ კანონის, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შიდა ინსტრუქციის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით; დ) დამოუკიდებელი აუდიტის ფუნქცია შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობის შესამოწმებლად. |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 29 3. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ეფექტიანი შესაძლებლობით, დროულად მოიპოვონ საკუთარი ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტი) და დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის თაობაზე. 4. ანგარიშვალდებული პირის ორგანიზაციულ სტრუქტურაში არსებული შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა ზედა იერარქიულ (მენეჯმენტის) დონეს უნდა შეესაბამებოდეს. შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირი ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული უნდა იყოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირის მიმართ. 5. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განსაზღვროს თავისი მმართველობის ორგანოს წევრი ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობისთვის. |