FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

article  22

გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილება.
1. აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი მისი საქართველოს ტერიტორიაზე გარემოში ინტროდუქციისათვის.
11. აკრძალულია ერთ ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით საქმიანობის განმახორციელებლის ან იმპორტიორის მიერ ერთი წლის განმავლობაში 5 კილოგრამზე მეტი ერთი და იმავე სახეობის გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტის განხორციელება.
2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევაში იმპორტიორი ვალდებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის პირველ განზრახულ ტრანსსასაზღვრო გადაადგილებამდე მიიღოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია.
3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით პირველ განზრახულ ტრანსსასაზღვრო გადაადგილებამდე იმპორტიორი სამინისტროს წერილობით ატყობინებს ასეთი განზრახვის შესახებ.
4. სამინისტრო ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში ამოწმებს ამ შეტყობინების ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნასთან შესაბამისობას და წერილობით აცნობებს შეტყობინების შემომტანს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესახებ, რომელთა შესრულებაც აუცილებელია პირველადი თანხმობის მისაღებად და შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შემდგომი იმპორტისათვის.
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

article  22

5. სამინისტრო გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე გასცემს თანხმობას, რომელიც ადასტურებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესაბამის ლიცენზიაში აღნიშნული მიზნებისათვის იმპორტის უფლებას.
6. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე თანხმობა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხდება შესაბამისი ლიცენზიის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე. 7.აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა) და რეექსპორტი. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

article  22

8. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისათვის/ რეექსპორტისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. იგი ვალდებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა)/რეექსპორტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს, ხოლო გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევაში – სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია იმპორტირებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რაოდენობისა და მწარმოებლის შესახებ.
9. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანზიტის მიზნით ტრანსსასაზღვრო გადაადგილება ლიცენზიას არ საჭიროებს და სამინისტროსთვის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე ხორციელდება.
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

article  22

10. წინასწარ შეტყობინებას სამინისტროს წარუდგენს ტრანზიტის განმახორციელებელი პირი. ეს შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ექსპორტი ხორციელდება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც ხდება მისი ექსპორტირება, და დაცულია ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნები.
11. სამინისტრო ამოწმებს, დაცულია თუ არა გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, და შესაბამისი განცხადების შეტანიდან 30 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.