FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

article  6

სააღმზრდელო საქმიანობის დამატებითი სალიცენზიო პირობები ლიცენზიის მფლობელისათვის/ლიცენზიის მაძიებლისათვის.
1. ლიცენზიის მაძიებელი/ლიცენზიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
    ა) უნდა ჰქონდეს ფართობი. ამ ფართობის არანაკლებ 6 წლის ვადით ფლობის და მისით სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ფართობის იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში მისი ფლობის და მისით სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. ეს ფართობი აღსაზრდელთა რაოდენობის შესაბამისად უნდა მოიცავდეს: ა.ა) საძინებელ ოთახს (ოთახებს); ა.ბ) სამზარეულოს/სასადილოს; ა.გ) ტუალეტს (ტუალეტებს), საშხაპეს (საშხაპეებს), პირსაბანს (პირსაბნებს);
    ბ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ასაკის შესაბამისი სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და შემეცნებითი დანიშნულების ნივთები;
    გ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა საჭიროების შესაბამისი საძინებელი ინვენტარი;
    დ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ერთდროულად კვებისათვის საკმარისი სასადილო ფართობი და შესაბამისი ინდივიდუალური ინვენტარი;
    ე) უნდა ჰქონდეს თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელთათვის;
    ვ) უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს.
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

article  6

2. ის შენობა-ნაგებობანი, სადაც უნდა განხორციელდეს სააღმზრდელო საქმიანობა, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს.
3. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სააღმზრდელო საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი წესით.