Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პენიტენციური კოდექსი article 98 ბრალდებულის/მსჯავრდებულის მატერიალური პასუხისმგებლობა. 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მატერიალურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს, იურიდიულ პირს ან ფიზიკურ პირს, ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა: ა) შრომითი ვალდებულებების შესრულებისას მიყენებული ზიანისთვის – საქართველოს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით; ბ) სხვა ქმედებით მიყენებული ზიანისთვის – საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით. 2. ბრალდებული/მსჯავრდებული ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თვითდაზიანების ან სხვისი დაზიანების შემთხვევაში, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებისთვის მიყენებულ ზიანს, პენიტენციური დაწესებულებიდან მისი გაქცევის აღკვეთასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს. 3. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული ნებაყოფლობით არ აანაზღაურებს ზიანს, ზიანის ანაზღაურების საკითხი განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის არასწორად გადახდევინებული თანხა მას უბრუნდება და პირად საბანკო ანგარიშზე ერიცხება. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე პირის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ამ პირის გადაუდებელი მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. |