Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეწარმეთა შესახებ article 55 სოლიდარული პასუხისმგებლობა. 1. ვალდებულების რამდენიმე ხელმძღვანელი პირის მოქმედებით ან უმოქმედობით შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი სამეწარმეო საზოგადოების წინაშე პასუხს სოლიდარულად აგებენ. 2. საერთო კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელმძღვანელი პირის მიერ სამეწარმეო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის ან მასთან მორიგების თაობაზე, თუ ამ გადაწყვეტილებას არ შეეწინააღმდეგებიან ხმათა სულ მცირე 10 პროცენტის მესაკუთრე პარტნიორები. ხელმძღვანელი პირი ასევე თავისუფლდება სამეწარმეო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან, თუ იგი თავისი ქმედებით საერთო კრების გადაწყვეტილებას ასრულებდა. ხელმძღვანელ პირს, რომლის სამეწარმეო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხიც განიხილება, ეკრძალება ამ საკითხზე კენჭისყრისას ხმის მიცემა. 3. წესდებით ან ხელმძღვანელ პირთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებით არ შეიძლება გამოირიცხოს ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა მის მიერ ვალდებულების განზრახ შეუსრულებლობით საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანისთვის. |