FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

მეწარმეთა შესახებ

article  218

სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები.
1. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა სულ მცირე ნახევარი. წესდება შეიძლება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებაუნარიანობის საკითხს სხვაგვარად აწესრიგებდეს.
2. თუკი სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანი არ არის, მისი სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია არაუგვიანეს 10 დღისა მოიწვიოს ახალი სხდომა, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება, კენჭისყრაში მონაწილე საბჭოს წევრთა რაოდენობის მიუხედავად, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს აქვს 1 ხმა, თუ კანონით ან  წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − სხდომის თავმჯდომარის ხმა.
4. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება მისი სხდომის ოქმში ჩანაწერით.