FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

article  203

4. მონაცემთა მატარებელს უნდა ჰქონდეს საკმარისი ტევადობა და თვისებები, რათა გარანტირებული იყოს მონაცემთა ერთიანობა, ავთენტიკურობა და კონფიდენციალობა ბრძანებით.
5. ამ მუხლის 2 -1 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, დამატებითი რეკვიზიტები შეიძლება დადგინდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
6. ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტი შეიძლება გაიცეს, როდესაც ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობის ან სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია პირისგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება.
7. პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
    ა) პასპორტის მფლობელის სახელი;
    ბ) პასპორტის მფლობელის გვარი;
    გ) პასპორტის მფლობელის მოქალაქეობა;
    დ) პასპორტის მფლობელის დაბადების თარიღი;
    ე) პასპორტის მფლობელის პირადი ნომერი;
    ვ) პასპორტის მფლობელის ფოტოსურათი;
    ზ) პასპორტის მფლობელის სქესი;
    თ) პასპორტის მფლობელის დაბადების ადგილი;
    ი) პასპორტის გაცემის თარიღი;
    კ) პასპორტის მოქმედების ვადა;
    ლ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
    მ) პასპორტის მფლობელის ხელმოწერა;
    ნ) ბეჭედი;
    ო) ქვეყნის კოდი;
    პ) პასპორტის ნომერი;
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

article  203

2. პასპორტი, სამგზავრო პასპორტი, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი შეიძლება გაიცეს ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით (ბიომეტრიული პასპორტი).
21. ბიომეტრიული პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
    ა) პასპორტის მფლობელის სახელს;
    ბ) პასპორტის მფლობელის გვარს;
    გ) პასპორტის მფლობელის მოქალაქეობას;
    დ) პასპორტის მფლობელის დაბადების თარიღს;
    ე) პასპორტის მფლობელის პირად ნომერს;
    ვ) პასპორტის მფლობელის ფოტოსურათს;
    ზ) პასპორტის მფლობელის სქესს;
    თ) პასპორტის მფლობელის დაბადების ადგილს;
    ი) პასპორტის გაცემის თარიღს;
    კ) პასპორტის მოქმედების ვადას;
    ლ) პასპორტის გამცემი ორგანოს დასახელებას;
    მ) პასპორტის ტიპის შესახებ მითითებას;
    ნ) ქვეყნის კოდს;
    ო) პასპორტის ნომერს;
    პ) პასპორტის მფლობელის ხელმოწერას;
    ჟ) შენიშვნებს (პასპორტში შესატანი განსაკუთრებული აღნიშვნებისათვის).
3. ბიომეტრიულ პასპორტს უნდა ჰქონდეს მონაცემთა მატარებელი (ჩიპი), რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად შეიცავს პასპორტის მფლობელის სახის გამოსახულებას , თითის ანაბეჭდებსა და ხელმოწერის ნიმუშს . ბიომეტრიული პასპორტის ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით .