FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პოლიციის შესახებ

article  20

პირის იდენტიფიკაცია.
1. პოლიცია უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოახდინოს პირის იდენტიფიკაცია, თუ პირის ვინაობის დადგენა იმავე პუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით შეუძლებელია ან განსაკუთრებულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირის მიერ მიწოდებული მონაცემები ან/და პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ ასახავს მის ვინაობას, და პირის იდენტიფიკაცია საჭიროა სამართალდარღვევის პრევენციისთვის, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს პირდაპირი კავშირი აქვს ჩადენილ სამართალდარღვევასთან.
2. პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებებია:
    ა) თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება;
    ბ) ფოტოსურათის გადაღება;
    გ) დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნების დაფიქსირება;
    დ) სიმაღლის გაზომვა;
    ე) ხმის ჩაწერა;
    ვ) მონაცემების სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში გადამოწმება;
    ზ) სხვა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება.
3. პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებამდე ამ პირს უნდა მიეცეს საშუალება, გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაამტკიცოს თავისი ვინაობა.
პოლიციის შესახებ

article  20

4. პოლიციელი პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებისას ადგენს ოქმს, რომელშიც მიეთითება ღონისძიების განხორციელების საფუძველი და ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება. ოქმს ხელს აწერენ ღონისძიების განმახორციელებელი პოლიციელი და ღონისძიების ადრესატი. ღონისძიების ადრესატის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში შესაბამისი ჩანაწერი კეთდება. ღონისძიების ადრესატს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც მან ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის შედგენა სავალდებულო არ არის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირთა ინსპექტირების ან/და ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების სპეციალური ელექტრონული პროგრამის გამოყენებით განხორციელების შემთხვევაში.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უფლება აქვს, 3 დღის ვადაში მიმართოს სამინისტროს და წერილობით მოსთხოვოს მის მიმართ განხორციელებული ღონისძიების შესახებ აქტი.
7. ამ მუხლით განსაზღვრული პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების განხორციელების, მათ შორის, მონაცემების სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში გადამოწმების, წესს ადგენს მინისტრი.