FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  47

ბავშვის უფლება ცხოვრების სათანადო სტანდარტზე.
1. ბავშვს უფლება აქვს, იზრდებოდეს ოჯახურ, მისი პიროვნების პატივისცემის, სიყვარულისა და ურთიერთგაგების გარემოში.
2. ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფიზიკურ, ინტელექტუალურ, გონებრივ, სოციალურ და მორალურ განვითარებას.
3. ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტი ითვალისწინებს ბავშვის სულ მცირე საკვებით, სუფთა სასმელი წყლით, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოთი, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან დაცვის შესახებ საბაზისო ინფორმაციითა და შესაბამისი მექანიზმებით უზრუნველყოფას.
4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს აქვს ისეთივე უფლება ცხოვრების სათანადო სტანდარტზე, როგორიც სხვა ბავშვს. ეს სტანდარტი უნდა ითვალისწინებდეს გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის პრინციპებს ბავშვის ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობისთვის.
5. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ბავშვის ცხოვრების სათანადო პირობების დაცვის სტანდარტების შემუშავებას და უწყებათაშორისი და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით განხორციელებას.
ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  47

6. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბავშვისთვის უვნებელი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად, გარემოს დასაცავად, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან ბავშვის დასაცავად ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს უწყებათაშორისი კოორდინაციითა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.
7. უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსა და მუნიციპალიტეტისთვის სავალდებულოა ურბანული დაგეგმარების, განაშენიანების, მშენებლობის ნებართვის გაცემის და რეკონსტრუქციული პროექტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების დროს ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტების გათვალისწინება.
8. სახელმწიფო ორგანო და მუნიციპალიტეტი ქმნიან სამართლებრივ მექანიზმებს და იღებენ სათანადო ზომებს ბავშვის თამაშისა და დასვენების, რეკრეაციულ, კულტურულ და სახელოვნებო ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.