Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 8
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 50 ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. 1. აღსრულების ეროვნული ბიურო ან მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სხვა პირი მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, მისი რეალიზაციის მიზნით აცხადებს საჯარო აუქციონს. 2. ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია ხდება ამ კანონის XIII თავით დადგენილი წესით, ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 50 3. თუ მოვალის ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე, რომლის იძულებითი წესით რეალიზაციასაც ითხოვს კრედიტორი, რეგისტრირებულია გირავნობის უფლება სხვა მოგირავნის/მოგირავნეების სასარგებლოდ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ატყობინებს მოგირავნეს/მოგირავნეებს გირავნობის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ და განუსაზღვრავს მას/მათ მოთხოვნების წარმოდგენის ვადას. შეტყობინების ჩაბარებისას მოგირავნეს/მოგირავნეებს ეცნობება/ეცნობებათ დადგენილ ვადაში მის/მათ მიერ თავისი/თავიანთი მოთხოვნების წარუდგენლობისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის სამართლებრივი შედეგების შესახებ. მოგირავნეს/მოგირავნეებს დამატებით არ ეცნობება/ეცნობებათ სააღსრულებო მოქმედებების და გასატარებელი ღონისძიებების კონკრეტული დრო. |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 50 4. სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის უფლების არსებობისას აღსრულების ეროვნული ბიურო ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ შეტყობინებას საგადასახადო ორგანოს არ უგზავნის, ხოლო საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა განისაზღვრება იძულებითი აუქციონის დასრულების დღისათვის საგადასახადო ორგანოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების (გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების) მიხედვით. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მოთხოვნის დასაზუსტებლად მიმართოს საგადასახადო ორგანოს. 5. სხვა მოგირავნემ/მოგირავნეებმა შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში უნდა წარადგინოს/წარადგინონ თავისი/თავიანთი ფულადი სახით გამოხატული მოთხოვნები. მოგირავნე/მოგირავნეები პასუხისმგებელი არის/არიან წარდგენილი მოთხოვნების სისწორისთვის. მოგირავნეს/მოგირავნეებს ეკისრება/ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ ზიანისათვის, რომელიც წარმოიშობა მის/მათ მიერ წარდგენილი მოთხოვნების საფუძველზე ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილებით. |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 50 6. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან პირველ რიგში დაიფარება საფასური და აღსრულების ხარჯი; შემდეგ დაკმაყოფილდება მოგირავნეთა მოთხოვნები მათი რიგითობისა და აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის წარდგენილი მოთხოვნების მიხედვით. ყოველი შემდგომი რიგის მოგირავნის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოგირავნის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. 7. თუ სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის უფლება, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, საფასურისა და აღსრულების ხარჯის დაფარვის შემდეგ, პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომელი რიგის მოგირავნედ არის იგი რეგისტრირებული. |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 50 8. თუ სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის უფლების წინ რეგისტრირებულია საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სადაზღვევო ორგანიზაციის, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის (თუ მას ამ პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი გირავნობით უზრუნველყოფილ მოთხოვნას გადასცემს საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციამდე), საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტების გირავნობის უფლება, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით საფასურისა და აღსრულების ხარჯის დაფარვის შემდეგ პირველ რიგში დაკმაყოფილდება აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები, ხოლო შემდეგ – საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა. 9. შემძენის საკუთრებაში ყადაღადადებული მოძრავი ქონების გადასვლის შედეგად უქმდება მასზე არსებული ყველა ყადაღა, სანივთო და ვალდებულებითი უფლებები, თუ შემძენი არ გამოთქვამს სურვილს, გახდეს ამ ქონებასთან არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის მხარე. |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 50 10. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ (მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით) და პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება აღნიშნულ ვადაში არ გამოიცა, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს პირველი განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა) ჩატარებას. |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 50 11. თუ პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მეორე განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ განმეორებით აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ქონების ფასი) ჩატარებას. |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 50 12. თუ მეორე განმეორებით აუქციონზედაც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს. 12-1პუნქტით განსაზღვრული ერთი აუქციონი და მასზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება აღნიშნულ ვადაში არ გამოიცა, ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და მოვალეს უბრუნდება. |