FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საზღვაო კოდექსი

article  1641

ამ თავის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) გადამყვანი − პირი, რომელმაც დადო ან რომლის სახელითაც დაიდო მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულება ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ახორციელებს თვითონ თუ გადაყვანის განმახორციელებლის მეშვეობით;
    ბ) გადაყვანის განმახორციელებელი − პირი (გარდა გადამყვანისა), რომელიც არის გემის მესაკუთრე, დამფრახტავი ან ოპერატორი და რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს;
    გ) გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს − გადაყვანის განმახორციელებელი ან, თუ გადამყვანი ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ტვირთის გადაზიდვას, − გადამყვანი;
    დ) ბარგი − საგანი ან ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის გადაზიდვასაც ახორციელებს გადამყვანი გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა:
საზღვაო კოდექსი

article  1641

დ.ა) იმ საგნისა ან ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის გადაზიდვაც ხორციელდება საფრახტო ხელშეკრულების, კონოსამენტის ან იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ძირითადი მიზანია საქონლის გადაზიდვა; დ.ბ) ცოცხალი ცხოველისა;
    ე) კაიუტაში არსებული ბარგი − ბარგი, რომელიც განთავსებულია მგზავრის კაიუტაში ან სხვაგვარად იმყოფება მგზავრის მფლობელობაში ან მისი მეთვალყურეობის ან კონტროლის ქვეშ, აგრეთვე ბარგი, რომელსაც მგზავრი თავის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ან თავის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ინახავს, გარდა ამ კოდექსის 175-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
    ვ) ინციდენტი − გემის ჩაძირვა, გადაყირავება, მეჩეჩზე დაჯდომა ან სხვა გემთან შეჯახება, გემზე მომხდარი აფეთქება ან ხანძარი, გემის ხარვეზი.