FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  29

იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო.
1. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი ან საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო, გულისხმობს მის სახელმწიფოს საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემას, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ სამართალდამრღვევის საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების, სხვა სანადირო იარაღის კონფისკაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ პირის მიმართ, რომლისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითადი წყაროა.
3. იმ საგნის (საქონლის) კონფისკაცია, რომელიც ამ კოდექსის 153-6 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის უშუალო ობიექტი იყო, გულისხმობს მის შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემას.
4. იარაღის კონფისკაცია ან ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღის კონფისკაციის დაკისრება იწვევს აღნიშნულ იარაღზე არსებული, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის გაუქმებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  29

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128