Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 22 შვილად აყვანის რიგითობა. 1. შვილად აყვანის დროს დაცული უნდა იქნეს რეესტრში არსებული რიგითობა, მშვილებლისა (მშვილებლებისა) და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის გათვალისწინებით. 2. შეთავაზებულ ბავშვზე მშვილებლის (მშვილებლების) მიერ უარის თქმის შემთხვევაში მშვილებელი ინარჩუნებს რეესტრში არსებულ რიგითობას და მას (მათ) უნდა შესთავაზონ სხვა ბავშვი მის (მათ) მიერ განაცხადში ბავშვის შესახებ მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად, ხოლო ის ბავშვი, რომელზედაც მან (მათ) უარი თქვა (თქვეს), დადგენილი წესით უნდა შესთავაზონ სხვა მშვილებელს (მშვილებლებს). 3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ერთი და იმავე მშვილებლისთვის ახორციელებს მხოლოდ 2 შეთავაზებას რეესტრში აღრიცხული ბავშვის შვილად ასაყვანად. თუ მშვილებელმა შეთავაზებებზე უარი განაცხადა, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მშვილებლის რეესტრში აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება სააგენტოს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც მშვილებელს განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვი შესთავაზეს ან მშვილებლის ინიციატივით ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგები განსხვავდება გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული მონაცემებისგან. |