Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 30926 სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენა. 1. სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორს, რომელმაც საერთო კრებაზე სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა და რომელიც მისი წილისთვის შეთავაზებულ გამოსასყიდ ფასზე თანახმა არ არის, შეუძლია წილის გამოსასყიდი ფასის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში სასამართლოს მიმართოს განცხადებით წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენის მოთხოვნით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს დასახელებას; ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების), აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების დასახელებას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს; გ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობების არსებობის დასაბუთებას; დ) დამოუკიდებელ ექსპერტად დასანიშნი პირის შესახებ მონაცემებს; ე) იმაზე მითითებას, რომ დაცულია სასამართლოსთვის მიმართვის ვადა; ვ) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას; ზ) განცხადებისთვის დართულ მტკიცებულებებზე მითითებას; თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. |
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 30926 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 4. სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო სამეწარმეო საზოგადოებას აცნობებს მისი პარტნიორის მოთხოვნის შესახებ და წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დასადგენად ამ კოდექსის 309-12 მუხლით დადგენილი წესით დანიშნავს დამოუკიდებელ ექსპერტს. 5. პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ შესაძლებელია დანიშნოს სასამართლო სხდომა პარტნიორისა და სამეწარმეო საზოგადოების მონაწილეობით. სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას. |
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 30926 6. სასამართლოს პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენის საკითხზე გამოაქვს განჩინება. პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს: ა) წილის ღირებულება; ბ) სამეწარმეო საზოგადოების მიერ მისაღები სავარაუდო შემოსავლები; გ) სამეწარმეო საზოგადოების აქტივები (მათ შორის, სამეწარმეო საზოგადოების რეზერვები, საქმიანი რეპუტაცია, გამოცდილება, პერსპექტივები და საქმიანი კავშირები) და პასივები. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. |