Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ენერგოეფექტურობის შესახებ article 19 ენერგოაუდიტის განხორციელება და ენერგომენეჯმენტის სისტემის დანერგვა მრეწველობაში. 1. ენერგოაუდიტი არის დამოუკიდებელი ღონისძიება ან/და ღონისძიება, რომელიც ხორციელდება საწარმოს სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და სერტიფიცირებული გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (რომლის ძირითადი მიმართულებაა ენერგია) ფარგლებში და რომლის მიზანია ენერგიის მოხმარების შემცირების შესაძლებლობის იდენტიფიცირება და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება. 2. პირველი კატეგორიის საწარმომ ყოველ 4 წელიწადში უნდა განახორციელოს სრული ენერგოაუდიტი ერთ-ერთი შემდეგი მიდგომის მეშვეობით, შესაბამისი პირობის არსებობისას: ა) თუ საწარმო შედგება ენერგიის საბოლოო მოხმარების სხვადასხვა, დიდი ელემენტისგან − ამ ელემენტების ინდივიდუალური ენერგოაუდიტების სერიის მეშვეობით; ბ) თუ საწარმოს აქვს 2 ან 2-ზე მეტი უფრო მცირე ზომის ობიექტი, რომლებიც ერთსა და იმავე ან მსგავს საქმიანობას ახორციელებენ, − შერჩევითობის პრინციპით 2 ან რამდენიმე ობიექტის ენერგოაუდიტის მეშვეობით; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების ერთობლიობის არსებობისას − იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიდგომების მეშვეობით ერთობლივად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული: |
ენერგოეფექტურობის შესახებ article 19 ა) ენერგოაუდიტი უნდა ეფუძნებოდეს განახლებულ, გაზომვად და მოძიებად მონაცემებს ენერგიის მოხმარების შესახებ, ხოლო ელექტროენერგიის შემთხვევაში − აგრეთვე დატვირთვის შესახებ; ბ) ენერგოაუდიტი უნდა ასახავდეს შენობის ან შენობების ჯგუფის, საწარმოო დანადგარებისა და ტრანსპორტის მიერ ენერგიის მოხმარების დეტალურ ინფორმაციას (პროფილებს); გ) ენერგოაუდიტის რეკომენდაცია შესაძლებლობის შემთხვევაში, მარტივი უკუგების პერიოდის მითითების ნაცვლად, უნდა მოიცავდეს სასიცოცხლო ციკლის ღირებულების ანალიზს, რათა შესაძლებელი იყოს გრძელვადიანი დანაზოგის, გრძელვადიანი ინვესტიციის ნარჩენი ღირებულებისა და საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინება. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება შესაძლებელია დადასტურდეს საწარმოს მიერ ენერგოაუდიტის განხორციელების ან ენერგომენეჯმენტის სისტემის ან გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის შესახებ დამოუკიდებელი აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატის სამინისტროსთვის წარდგენით. |
ენერგოეფექტურობის შესახებ article 19 5. პირველი კატეგორიის საწარმო ვალდებულია განხორციელებული ენერგოაუდიტის ანგარიშის ასლი წარუდგინოს სამინისტროს და განხორციელებული ენერგოაუდიტის შესახებ მონაცემები შეინახოს სულ მცირე 10 წლის ვადით. 6. პირველი კატეგორიის საწარმო ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და ფორმალური და სერტიფიცირებული გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის შესახებ ანგარიში. ამ ანგარიშში მოცემული უნდა იყოს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებიც. 7. ეესგ ითვალისწინებს წამახალისებელი პროგრამების დანერგვას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის საწარმოები), ენერგოაუდიტებისა და ენერგოაუდიტების შედეგად განსახორციელებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით. |
ენერგოეფექტურობის შესახებ article 19 8. სამინისტრო შეიმუშავებს პროგრამებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის საწარმოები), ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვის სარგებლიანობისა და სერტიფიცირებული ექსპერტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით. 9. საწარმო, რომელიც სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობს, ვალდებულია სამინისტროს პლატფორმის მეშვეობით ან წინასწარ შეთანხმებული სხვა მეთოდით ყოველწლიურად, სამინისტროს მიერვე დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგინოს ანგარიში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ. აღნიშნული წესით განისაზღვრება აგრეთვე ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშების სამინისტროსთვის წარდგენის ვადები და პირობები. 10. სამინისტრო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს ენერგოაუდიტის ჩატარების წესს. |