Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სოციალური მუშაობის შესახებ article 42 სოციალური მუშაკის პროფესიული კვალიფიკაციისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები. 1. სოციალური მუშაკი შეიძლება იყოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იგი არის სრულწლოვანი; ბ) მან იცის სახელმწიფო ენა; გ) მას აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი; დ) იგი ფლობს ამ კანონის 43-ე მუხლით განსაზღვრულ კომპეტენციებს; ე) იგი პიროვნული თვისებებით შეესაბამება სოციალური მუშაკის პროფესიას; ვ) იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. 2. სოციალური მუშაკი არ შეიძლება იმავდროულად იყოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება სოციალური მუშაობის ჩატარება. 21. სოციალური მუშაკი არ შეიძლება იყოს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა სოციალურ მუშაკად მუშაობის უფლება. |
სოციალური მუშაობის შესახებ article 42 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან სოციალური მუშაკის უნარების, შესაძლებლობებისა და კომპეტენციების შესაბამისობას ადგენს ის დაწესებულება, რომელსაც უშუალოდ უნდა დაექვემდებაროს სოციალური მუშაკი დასაქმებისას. 4. სოციალური მუშაკის საჯარო დაწესებულებაში მიღებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები. |