Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ article 24 აღმასრულებელი ხელისუფლება. 1. საქართველოს მთავრობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციისა და ამ კანონის იმპლემენტაციის ხელშემწყობი ერთიანი სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის დამტკიცებას და მისი შესრულების ზედამხედველობას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციისთვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნას, რომლის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი სამინისტროების, სხვა შესაბამისი უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომ − საქსტატი) ხელმძღვანელი პირები, ასევე, მოწვეული წევრის სტატუსით, საქართველოს საკანონმდებლო, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისა და შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2. უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ article 24 3. უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შემადგენლობაში შესაძლებელია მოწვეულ იქნენ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან ან/და მათი პირობების გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული. |