Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 182 საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება. გადასახადის გადამხდელის/პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, ბიუჯეტში გადასახდელი საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სპეციალურად განსაზღვრული წესით, რისთვისაც იგი გადასახადის ან/და გადასახდელის მიმღებ ორგანოში წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის ან/და გადასახდელის გადახდის დამადასტურებელ ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით დადგენილ საბუთს ან/და დოკუმენტს. ამასთანავე, გადასახადის ან/და გადასახდელის გადახდის დადასტურება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. შესრულებული საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულება მესამე პირს არ უბრუნდება. |