FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

article  57

ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის გაცემის პროცედურა.
1. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული , საქართველოს დროშით მცურავი გემის მმართველი კომპანია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიმართოს სააგენტოს ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის გაცემის თხოვნით.
2. ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის მიღების განაცხადში კომპანიამ უნდა მიუთითოს გემის დეტალური მონაცემები, საქმიანობის სახეობა, მოქმედების სფერო და ეკიპაჟის დაკომპლექტების მინიმალური რაოდენობა, რომლის მეშვეობითაც კომპანიას სურს გემის ფუნქციონირება.
3. სააგენტო განაცხადს განიხილავს IMO-ს ასამბლეის A.890(21) რეზოლუციის შესწორებული რედაქციის ან მისი ჩამნაცვლებელი რეზოლუციის რედაქციის და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) 3.2 რეგულაციის „საკვები და საკვებით მომსახურება“ დებულებებისა და მათი ცვლილებების გათვალისწინებით.
4. თუ სააგენტო დაადგენს, რომ კომპანიის მიერ შეთავაზებული ეკიპაჟის დაკომპლექტება აკმაყოფილებს გემის უსაფრთხო ექსპლუატაციისა და ზღვის გარემოს დაცვის მოთხოვნებს, იგი გასცემს ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტს IMO-ს მიერ დადგენილი ფორმის თანახმად .
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

article  57

5. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის მიუხედავად, კომპანიას უფლება აქვს , დაასაქმოს დამატებითი მეზღვაურები, რომელთა რაოდენობა აღემატება ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტით გათვალისწინებულ მინიმალურ მისაღებ სტანდარტს , შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:
    ა) დამატებითი მეზღვაურებისთვის ხელმისაწვდომია შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი;
    ბ) დამატებითი მეზღვაურებისთვის არსებობს საკმარისი უსაფრთხოების საშუალებები;
    გ) დამატებით მეზღვაურებს ჩაუტარდათ სწავლება უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.