Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 12 რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების კომპეტენცია. 1. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების კომპეტენცია განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 2. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ამ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; ბ) ამ სფეროებში სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა; გ) მათი იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში მარეგულირებელი ორგანოს მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების მხარდაჭერა; დ) მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დახმარების გაწევა; ე) მათი იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტების განთავსების ან მათი ექსპლუატაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა. |