Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სამრეწველო ემისიების შესახებ article 25 6. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესრულების შემოწმებისას აღნიშნული ნებართვის პირობებთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ამ შემოწმებიდან 6 თვის ვადაში განმეორებითი ინსპექტირება უნდა განხორციელდეს. 7. გარემოსდაცვითი რისკების შეფასება ეფუძნება სულ მცირე შემდეგ კრიტერიუმებს: ა) შესაბამისი საქმიანობის პოტენციურ და ფაქტობრივ ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, ემისიის დონისა და სახეობის, ადგილობრივი გარემოს თავისებურებისა და ავარიის რისკის გათვალისწინებით; ბ) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებთან შესაბამისობის ისტორიას. 8. გარემოსდაცვითი რისკების შეფასების მეთოდოლოგიას ამტკიცებს მინისტრი. 9. არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება: ა) დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების, მუნიციპალიტეტების, ორგანიზაციების, მოქალაქეების მიერ მომართვების/საჩივრების (მათ შორის, სატელეფონო ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციის), შეტყობინებებისა და სხვა წყაროდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე; ბ) ავარიული სიტუაციის შემთხვევაში, მათ შორის, ავარიული ემისიის წარმოშობის საფუძველზე; |
სამრეწველო ემისიების შესახებ article 25 გ) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების დარღვევის აღმოსაფხვრელად და კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისთვის დადგენილი პირობების შესრულების გადამოწმების მიზნით; დ) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემამდე, მის ხელმეორედ განხილვამდე ან განახლებამდე, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით (საჭიროების შემთხვევაში). 10. ინსპექტირების შემდეგ დეპარტამენტი ადგენს ინსპექტირების ანგარიშს, რომელშიც აისახება მოპოვებული ინფორმაცია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებთან შესაბამისობის თაობაზე, აგრეთვე აღნიშნული ნებართვის პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია. 11. საქმიანობის განმახორციელებელს ინსპექტირების ანგარიში ინსპექტირების დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვის ვადაში წარედგინება. 12. დეპარტამენტი უზრუნველყოფს ინსპექტირების შედეგების საჯარო ხელმისაწვდომობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
სამრეწველო ემისიების შესახებ article 25 ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესრულების კონტროლი. 1. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს დეპარტამენტი. 2. დეპარტამენტი შეიმუშავებს გარემოსდაცვითი შემოწმების ეროვნული სტრატეგიის პროექტს, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული სტრატეგია პერიოდულ გადახედვასა და განახლებას ექვემდებარება. 3. გარემოსდაცვითი შემოწმების ეროვნული სტრატეგია უნდა მოიცავდეს: ა) მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების ზოგად შეფასებას; ბ) შესამოწმებელი საქმიანობების ჩამონათვალს; გ) გეგმური გარემოსდაცვითი შემოწმების პროგრამების შედგენის პროცედურებს; დ) კონტროლის განმახორციელებელ სხვადასხვა ორგანოებს შორის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციას (საჭიროების შემთხვევაში). 4. დეპარტამენტი გარემოსდაცვითი შემოწმების ეროვნული სტრატეგიის საფუძველზე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს, შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ყოველწლიური გარემოსდაცვითი შემოწმების პროგრამას. 5. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესრულების შემოწმების პერიოდულობა დაფუძნებული უნდა იყოს გარემოსდაცვითი რისკების შეფასებაზე და ყველაზე მაღალი რისკის მქონე საქმიანობისთვის არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს, ხოლო ყველაზე დაბალი რისკის მქონე საქმიანობისთვის − 3 წელს. |