Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 25 საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარეთა პასუხისმგებლობა. 1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარის მიერ ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობითა და იმავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს. 2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს კერძო პარტნიორის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. აღნიშნული პირგასამტეხლოს მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. 3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე კერძო პარტნიორისთვის დაკისრებული ან დასაკისრებელი პირგასამტეხლოს პატიება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. 4. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მიზნებისთვის დასაშვებია კერძო პარტნიორის მიერ შესაბამისი ვალდებულების მესამე პირის მეშვეობით შესრულება, თუ იმავე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კერძო პარტნიორს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მესამე პირის მიერ განხორციელებული ქმედებისათვის, ისევე, როგორც საკუთარი ქმედებისათვის. |