FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  16

უსკოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება.
1. უსკოს თავმჯდომარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირია.
2. უსკოს თავმჯდომარე:
    ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს უსკოში;
    ბ) უძღვება უსკოს სხდომას;
    გ) განკარგავს უსკოს ფინანსურ სახსრებს;
    დ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და მათ წარმომადგენლებს უსკოში, აძლევს მათ სათანადო მოწმობებს; დ-1) რეგისტრაციაში ატარებს პარტიულ სიებს; ე) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრს, უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის ადგილმონაცვლეს;
    ვ) ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს დროებით სამანდატო კომისიას, ხოლო სათანადო მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნის შემდეგ– ამ კომიტეტს გადასცემს უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;
    ზ) (ამოღებულია  - 02.08.2012, №175- უ.ს.რ.ს); ზ​-1) საარჩევნო პერიოდში ბრძანებით განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობას;
    თ) უსკოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების გარდა, უსკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ადმინისტრაციული და საფინანსო ფუნქციების შესრულებას განსაზღვრული ვადით ავალებს უსკოს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  16

ი) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და კომისიის აპარატის მოსამსახურეებს; ი-1)  (ამოღებულია - 18.05.2023, №71-IIს); ი​-2) სათანადო მოწმობებს აძლევს არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლებს;
    კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; 3. უსკოს თავმჯდომარის მოადგილე:
    ა) ასრულებს უსკოს თავმჯდომარის მოვალეობას, თუ უსკოს არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
    ბ) უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით და თანხმობით ახორციელებს უსკოს თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
4. უსკოს მდივანი:
    ა) ანაწილებს უსკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და უსკოს სახელზე შესულ კორესპონდენციას; ბ) რეგისტრაციაში ატარებს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიის წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  16

გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ უსკოში დანიშნულ დამკვირვებლებს, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ წარგზავნილ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;
    დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;
    ე) ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს;
    ვ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 2 აგვისტოს კანონი №175 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 02.08.2012წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 8 აგვისტოს კანონი №134 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 12..2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 18 მაისის კანონი №71-IIს - ვებგვერდი, 19.05.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის 19 ივლისის კანონი №96-რს - ვებგვერდი, 19.07.2024წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 17 ივლისის კანონი №39-რ.ს. - ვებგვერდი,  18.07.2025წ.