FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

მეწარმეთა შესახებ

article  193

საერთო კრებაში მონაწილეობა.
1. აქციონერს საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების განხორციელება შეუძლია როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით.
2. წარმომადგენლის დანიშვნა და წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ შეტყობინება ხდება წერილობით ან ელექტრონულად. ამასთანავე, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა ანგარიშვალდებულმა საწარმომ, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე, აქციონერებს თავად ან მესამე პირის მეშვეობით უნდა შესთავაზოს შეტყობინების სულ მცირე 1 ეფექტიანი ელექტრონული საშუალება.
3. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არ აქვთ უფლება, საერთო კრებაში მონაწილეობა მიიღონ, როგორც აქციონერთა წარმომადგენლებმა.
4. წარმომადგენელს აქვს საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისა და შეკითხვების დასმის იგივე უფლებები, რომლებიც მის მიერ წარმოდგენილ აქციონერს ექნებოდა.
5. დაუშვებელია აქციონერის უფლებების წარმომადგენლის მეშვეობით განხორციელების შეზღუდვა, გარდა წარმომადგენელსა და იმ აქციონერს შორის პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევისა, რომლის სახელითაც უნდა იმოქმედოს წარმომადგენელმა.
მეწარმეთა შესახებ

article  193

6. წარმომადგენელი ვალდებულია გაამჟღავნოს აქციონერების მიერ იმ რისკის შესაფასებლად საჭირო ფაქტები, რომ წარმომადგენელმა შეიძლება განახორციელოს არა აქციონერის, არამედ სხვა პირის ინტერესები.
7. წარმომადგენელსა და აქციონერს შორის ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა, თუ წარმომადგენელი არის:
    ა) სააქციო საზოგადოების საკონტროლო პაკეტის მფლობელი აქციონერი ან სხვა სამეწარმეო საზოგადოება, რომელსაც ასეთი აქციონერი აკონტროლებს;
    ბ) სააქციო საზოგადოების ან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო საზოგადოების მმართველობითი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
    გ) სააქციო საზოგადოების ან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო საზოგადოების აუდიტორი ან დასაქმებული;
    დ) ამ პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფიზიკური პირის ოჯახის წევრი.
8. წარმომადგენელმა ხმა უნდა მისცეს მის მიერ წარმოდგენილი აქციონერის ინსტრუქციების შესაბამისად.
9. თუ რამდენიმე აქციონერის წარმომადგენელი ერთი და იგივე პირია, მას უფლება აქვს, სხვადასხვა აქციონერისთვის სხვადასხვაგვარად მისცეს ხმა.
10. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტაზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტი.
11. ხელმძღვანელი ორგანო და სამეთვალყურეო საბჭო ვალდებული არიან მონაწილეობა მიიღონ საერთო კრების მუშაობაში.
მეწარმეთა შესახებ

article  193

12. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს სულ მცირე თითო წევრს უნდა მიეცეს საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა.