Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 7 წვრთნა და კომპეტენცია/კვალიფიკაცია. 1. გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ გემზე სამუშაოდ დაშვებულ იქნეს მეზღვაური, რომელსაც აქვს სათანადო კვალიფიკაცია ან კომპეტენცია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. STCW კონვენციის ან საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ მიღებული სხვა სავალდებულო საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული წვრთნა და სერტიფიცირება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებულად მიიჩნევა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის იმ მეზღვაურის მიერ გავლილი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული გაცნობითი წვრთნა, რომელსაც STCW კოდექსით განსაზღვრული წვრთნის გავლა არ მოეთხოვება, გემზე პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წვრთნის შესაბამისად მიიჩნევა. |