FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  52

დარღვევები და სანქციები.
1. სამსახურს უფლება აქვს, საპენსიო კომპანიის, მზღვეველის ან/და მათი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების/ხელმძღვანელი ორგანოს წევრების მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი სანქციები, თუ დარღვეულია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება, ამ კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნები, სამსახურის ინსტრუქცია/წერილობითი მითითება ან „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
2. სამსახური უფლებამოსილია გაასაჯაროოს ინფორმაცია დარღვევისთვის პასუხისმგებელი პირისა და დარღვევის ხასიათის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების გამოვლენისას სამსახურს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
    ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;
    ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ შესაბამისმა სუბიექტმა შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად;
    გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა სამსახურის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  52

დ) საპენსიო კომპანიისა და მზღვეველის შესაბამის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მოითხოვოს მათი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება;
    ე) განსაკუთრებულ შემთხვევაში შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება და მატერიალური წახალისებების გაცემა, ხოლო თუ საფრთხე ემუქრება მონაწილისა და ბენეფიციარის ინტერესებს, შეუჩეროს ან შეუწყვიტოს მათ კონკრეტული ოპერაციების განხორციელების უფლება;
    ვ) გააუქმოს საპენსიო სქემის რეგისტრაცია, ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზია.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული სანქცია უნდა იყოს პროპორციული და შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და სიმძიმეს ან/და საპენსიო სქემის საპენსიო აქტივებისთვის მიყენებულ ზარალს ან შექმნილ რისკს/საფრთხეს, აგრეთვე ითვალისწინებდეს შესაბამისი დარღვევის გავლენას მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესებზე.
5. აქტივების მმართველ კომპანიებთან მიმართებით ამ მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს (მათ შორის, ფულადი ჯარიმის დაკისრებას), გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებისა, ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.