FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  29

ოქმი.
1. აღმასრულებელმა ყოველი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ, გარდა აუქციონის ჩატარებისა,  უნდა შეადგინოს ოქმი.
2. ოქმი უნდა შეიცავდეს:
    ა) შედგენის ადგილსა და დროს;
    ბ) აღმასრულებლის ვინაობას, რომელმაც შეადგინა ოქმი;
    გ) იმ პირების ვინაობას, რომლებიც ესწრებოდნენ სააღსრულებო მოქმედებას;
    დ) სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დასახელებას, რომლის მიხედვითაც წარმოებს აღსრულება;
    ე) კრედიტორისა და მოვალის დასახელებას;
    ვ) სააღსრულებო მოქმედების დასახელებას.
3. ოქმს ხელს აწერენ აღმასრულებელი და ის პირები, რომლებიც ესწრებოდნენ სააღსრულებო მოქმედებას. ხელის მოწერაზე უარის თქმა უნდა აღინიშნოს ოქმში. სააღსრულებო მოქმედების ვიდეოფირზე ასახვის შემთხვევაში ოქმი უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს, გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მონაცემებისა.