Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
საზღვაო კოდექსი article 375 ეს კოდექსი ამოქმედდეს 1997 წლის 1 ივლისიდან. 1. გემი – ადამიანების გადასაყვანი და ტვირთის გადასაზიდი მცურავი სატრანსპორტო საშუალება. 2. ბარჟა – მცურავი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ბუქსირით მოძრაობს (კარჭაპი). 3. ბუქსირი (ბუქსირმზიდი) – საბაგირე გემი. 4. საბუქსირე – გემი ან სხვა მცურავი ობიექტი, რომელიც ბუქსირის (ბუქსირმზიდის) მეშვეობით დაცურავს (მოძრაობს). 5. კრუიზი – საზღვაო მოგზაურობა. 6. ფრახტი – გემით ტვირთის გადაზიდვის ქირა. 7. დაფრახტვა – გემის გარკვეული ვადით დაქირავება. 8. დამფრახტავი – გემის დამქირავებელი. 9. გამფრახტავი – გემის გამქირავებელი. 10. ჩარტერი – გემთმფლობელსა და გემის დამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება გემის დაფრახტვის შესახებ. 11. ბერბოუტ - ჩარტერი – გემის უეკიპაჟოდ დაქირავება. 12. ტაიმ - ჩარტერი – გემის ეკიპაჟით დაქირავება გარკვეული დროით. 13. სარეისო ჩარტერი − დაფრახტვა გემით განსაზღვრული რაოდენობის ტვირთის წინასწარ შეთანხმებულ ნავსადგურებს შორის გადაზიდვის მიზნით. 14. გემის იპოთეკა – გემის იპოთეკით დატვირთვა ამ კოდექსის შესაბამისად. 15. ოპერატორი: ა) თანამდებობის პირი, რომელიც იღებს და უშუალო შემსრულებელს აცნობს დისპეტჩერის განკარგულებას; |
საზღვაო კოდექსი article 375 ბ) ბერბოუტ - ჩარტერის დროს გემთმფლობელი ან დამფრახტავი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ოფიციალურად ეკისრება მფლობელის ან დამფრახტავის პასუხისმგებლობა. 16. სატრანსპორტო ტერმინალის ოპერატორი – პირი, რომელიც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ვალდებულია საკუთარ განკარგულებაში მიიღოს ტვირთი, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვის ობიექტია. სატრანსპორტო ტერმინალის ოპერატორად არ ჩაითვლება პირი, რომელიც, ტვირთის გადაზიდვის საერთაშორისო კონვენციის თანახმად, გადამზიდველია. 17. სტალიური დრო – ზუსტად განსაზღვრული სუფთა დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს გემის დატვირთვა ან გადმოტვირთვა. 18. კონტრსტალიური დრო – დამატებითი დრო გემის სატვირთო სამუშაოების დამთავრებისათვის განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ. 19. დისპაჩი – პრემია, რომელსაც გემთმფლობელი უხდის ტვირთის პატრონს გემის ვადაზე ადრე დატვირთვისათვის ან გადმოტვირთვისათვის. 20. დემერეჯი – შეთანხმებული თანხის ოდენობა, რომელსაც ჩარტერერი უხდის გემთმფლობელს გემის მოცდენისათვის კონტრსტალიური დროის მიხედვით. 21. დისპაში – ავარიის შემთხვევაში იმ ზარალის გაანგარიშება, რომელიც მიადგა ტვირთსა და გემს. |
საზღვაო კოდექსი article 375 22. ნავსადგურის კაპიტანი – საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია ნავსადგურში ნაოსნობის უსაფრთხოებისთვის. 23. სალოცმანო სამსახური – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სალოცმანო მომსახურებას სერტიფიცირებული ლოცმანის მეშვეობით, სააგენტოს მიერ დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად. 24. ლოცმანი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული ფიზიკური პირი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების მისასვლელებთან გემის გაცილებას. 25. კონოსამენტი – დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება ტვირთის გადამზიდავსა და მიმღებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა და რომელშიც აღნიშნულია ტვირთის ყველა რეკვიზიტი (საზღვაო ზედნადები). 26. საორდერო კონოსამენტი – კონოსამენტი, რომელშიც მითითებული არ არის ტვირთის მიმღები და აღნიშნულია მხოლოდ ის პირი, რომლის ბრძანებითაც შეიძლება გაიცეს ტვირთი. 27. კაბოტაჟი – სანაპირო ნაოსნობა ერთი სახელმწიფოს ნავსადგურებს შორის. 28. სადისბურსმენტო ანგარიში – დოკუმენტი, რომლითაც ხდება გემთმფლობელსა და სანავსადგურე ერთეულს შორის ანგარიშსწორება. |
საზღვაო კოდექსი article 375 29. სურვეირული მომსახურება – ცარიელი და დატვირთული გემების აზომვა, მათი ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა, აგრეთვე ტვირთის რაოდენობის, მისი დანაკლისისა და დაზიანების შემოწმება და ა. შ.. 30. დროშის სახელმწიფო კონტროლი – იმ სახელმწიფოს მიერ ეკიპაჟისა და კომპანიის კონტროლი, რომლის დროშითაც დაცურავს გემი. 31. ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი – სახელმწიფოს კონტროლი მის ნავსადგურში შესულ გემებზე. 32. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი – საქართველოში რეგისტრირებული გემების მონაცემთა ბაზა. 33. საკლასიფიკაციო საზოგადოება – ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია, რომლის წესების შესაბამისად და რომლის ზედამხედველობითაც ხორციელდება გემების დაპროექტება, მშენებლობა და ა. შ.. 34. პირდაპირი შერეული გადაზიდვა – ტვირთის სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა. 35. პირდაპირი საწყლოსნო გადაზიდვა – გაგზავნის და დანიშნულების ადგილებს შორის ტვირთის დატვირთვის გარეშე საერთაშორისო გადაზიდვა წყლისა და საზღვაო გზების მეშვეობით (მაგალითად, ჰამბურგიდან ფოთამდე ან ბათუმამდე მდინარეებით – ელბითა და დუნაით − და შავი ზღვით). |
საზღვაო კოდექსი article 375 36. BIMCO – ბალტიის საერთაშორისო საზღვაო კონფერენცია – საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც: აერთიანებს გემთმფლობელებს, ბროკერებსა და გემის აგენტებს; ქმნის და ამტკიცებს საზღვაო გადაზიდვების უნიფიცირებულ ფორმებს, კონოსამენტებს და სხვა საზღვაო კომერციულ დოკუმენტებს. BIMCO აღიარებულია მსოფლიოს ყველა არბიტრაჟის მიერ. საზღვაო - კომერციული შეთანხმების შედგენისას აუცილებელია მისი დოკუმენტებით ხელმძღვანელობა. 37. გემის ზღვაოსნობაუნარიანობა – გემის ზღვაოსნობის თვისებათა ერთობლიობა, რომლითაც უზრუნველყოფილია მისი შეუფერხებელი და უსაფრთხო ცურვა. 38. სათანადო მზრუნველობა – გემის ზღვაოსნობაუნარიანობის უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განისაზღვროს, როგორც გადამზიდავის კომპეტენტური და გონივრული ძალისხმევა ჰააგის წესების მე -3 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის „a“, „b“ და „c“ ნაწილებით გათვალისწინებული აუცილებელი პირობების შესასრულებლად. |
საზღვაო კოდექსი article 375 39. ზღვაში ჩაძირული ქონება – ზღვაში ან ზღვის ნაპირზე აღმოჩენილი დაკარგული, უპატრონო, მიგდებული ქონება, კერძოდ, ნაპირზე გამორიყული ტვირთი, ზღვის ზედაპირზე მოტივტივე დაღუპული გემის ნამსხვრევები, გემი, ქონება, რომელიც გემით ან მისი მეშვეობით გადაიზიდებოდა, და სხვა. ზღვაში ჩაძირულ ქონებად არ მიიჩნევა ის ქონება, რომელიც საქართველოს სანავსადგურე ერთეულში სატვირთო ოპერაციებისა და სანავსადგურე ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას შემთხვევით ჩაიძირა სანავსადგურე ერთეულის აკვატორიაში. |