Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ article 6 სახელმწიფო თავდაცვა. სახელმწიფო თავდაცვის სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ა) სამხედრო საფრთხეების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; ბ) ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საქართველოს თავდაცვის ძალებით უზრუნველყოფა; გ) საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება, მომზადება და საბრძოლო მზადყოფნა; დ) ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების თავდაცვით მიზნებთან თავსებადობის უზრუნველყოფა; ე) ქვეყნის ეკონომიკის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ორგანოების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობის საომარი მდგომარეობისთვის მომზადება და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება; ვ) თავდაცვითი მიზნებისთვის მატერიალური რეზერვების შექმნა; ზ) სამხედრო განათლების სისტემის, მეცნიერებისა და მრეწველობის განვითარება; თ) უსაფრთხოებისა და სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება. |