FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  63

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა.
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს კომისიის წევრთაგან, კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომისიის წევრთა ერთ მესამედზე მეტს.
3. თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრია, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე არ შეიძლება იყოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ხოლო თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე არ არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ამ ორ კანდიდატს შორის იმართებამეორე ტური. მეორე ტურში არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
5. თუ ამ მუხლით დადგენილი წესით დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩა, იგი აირჩევა წილისყრით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  63

6. დროებით საგამოძიებო კომისიას კომისიის სიითი შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის ინიციატივით უფლება აქვს, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ნებისმიერ დროს თანამდებობიდან გადააყენოს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ცნობად იღებს დროებითი საგამოძიებო კომისია.
8. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებებისა და ინფორმაციის შესახებ უნდა აცნობოს პარლამენტის ბიუროს.