FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

article  28

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული ინფორმაცია, გარდა იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, წარდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის. 7.  რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი თანდართული მასალებით და ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს უმაღლეს საბჭოში წარდგენისთანავე.
8. რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა, მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და არ მტკიცდება უმაღლესი საბჭოს მიერ.
9. ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტები მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

article  28

რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენა.
1. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს  რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს, თანდართულ მასალებთან ერთად. 2.  რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტთან ერთად, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარედგინება ბიუჯეტის პროექტის შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი. 3.  რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ა)   რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;
    ბ) რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით: ბ.ა) ხარჯები, მათ შორის, შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები; ბ.ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა; ბ.გ) ფინანსური აქტივების ზრდა; ბ.დ) ვალდებულებების კლება;
    გ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით;
    დ) რესპუბლიკური ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

article  28

ე) რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;
    ვ) სარეზერვო ფონდის მოცულობას;
    ზ) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს;
    თ) პრიორიტეტებს, რომელთა ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს/ქვეპროგრამებს, მათ აღწერას და მიზნებს.
4. წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტის თანდართული მასალები მოიცავს:
    ა) რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ფისკალური მაჩვენებლების პროგნოზების შესახებ;
    ბ) მიმდინარე წლის  რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვას;
    გ) წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს;
    დ) დამატებით ინფორმაციას ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ;
    ე) ინფორმაციას ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“  და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო  (არაკომერციული)  იურიდიული პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ.