Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ article 34 ჯარიმა. 1. სააგენტოს გადაწყვეტილების მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრება. ამ ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 2. თუ, დასაჯარიმებელი მოვაჭრის დაფუძნების თარიღიდან გამომდინარე, წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის დაანგარიშება შეუძლებელია, შესაბამისი ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მოვაჭრის დაფუძნებიდან მის დაჯარიმებამდე გასული პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებული ბრუნვიდან. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 3. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის ხასიათი, სიმძიმე და ხანგრძლივობა. 4. მოვაჭრის მიერ დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მას დაეკისრება ჯარიმა დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. |
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ article 34 41. ამ კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში სააგენტოსთვის მიუწოდებლობის ან არასრულად მიწოდების შემთხვევაში მოვაჭრისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობაა 500 ლარი. ამ ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ იმავე ქმედების ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობაა 1 000 ლარი. 5. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს არ ათავისუფლებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან. 6. მოვაჭრე ვალდებულია ჯარიმა მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში გადაიხადოს. 7. ჯარიმა გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 8. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. |