FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  180

საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლების არსი და ტერმინთა განმარტება.
1. ეს წიგნი ადგენს საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლების შემთხვევებსა და პირობებს.
2. ამ წიგნის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) პირადი საკუთრება − ნებისმიერი ნივთი, რომელიც განკუთვნილია პირის პირადი სარგებლობისთვის ან საყოფაცხოვრებო საჭიროების დაკმაყოფილებისთვის. პირადი საკუთრების მახასიათებლები ან ოდენობა არ უნდა მიანიშნებდეს მის სამეწარმეო მიზნით შემოტანაზე. პირად საკუთრებას განეკუთვნება: ა.ა) საყოფაცხოვრებო ნივთი; ა.ბ) ველოსიპედი, პირის პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, კერძოდ, მოტოციკლი და მისი მისაბმელი, დასვენებისთვის გამიზნული ფურგონის ტიპის სატრანსპორტო საშუალება, იახტა, თვითმფრინავი და სხვა; ა.გ) ჩვეულებრივი საოჯახო საჭიროების დაკმაყოფილებისთვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, შინაური და საუნაგირე ცხოველები, გამოყენებითი და ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვის განკუთვნილი პორტატიული ინსტრუმენტი, რომელიც პირის მიერ მის ხელობასთან ან პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლადაა საჭირო;
    ბ) საყოფაცხოვრებო ნივთი − პირადი მოხმარების საგანი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების თეთრეული, ავეჯი, აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია პირის პირადი სარგებლობისთვის ან საყოფაცხოვრებო საჭიროების დაკმაყოფილებისთვის;
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  180

გ) ალკოჰოლიანი ნაწარმი − საქონელი (ლუდი, ღვინო, ღვინისგან ან ალკოჰოლისგან დამზადებული აპერიტივი, ბრენდი, ლიქიორი ან სპირტიანი სასმელი და სხვა), რომელიც სეს ესნ-ის 2203–2208 სასაქონლო პოზიციებშია კლასიფიცირებული;
    დ) შეღავათი − ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლება.
3. ამ წიგნის მიზნებისთვის პირადი საკუთრების სამეწარმეო მიზნით გამოსაყენებლად მიჩნევის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. ამ წიგნით გათვალისწინებული საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.