FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

კულტურის შესახებ

article  29

კულტურისა და კულტურული მოღვაწეობის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
1. საქართველოში კულტურის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო გარანტიის საფუძველია საქართველოს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება.
2. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კულტურული მოღვაწეობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან  საქართველოს კანონმდებლობის (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის) შესაბამისად.
3. სახელმწიფო ხელს უწყობს კულტურის სფეროში ფიზიკური და იურიდიული პირების ქველმოქმედებასა და სპონსორობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო და სხვაგვარი შეღავათების დაწესებით.
4. ცენტრალური ბიუჯეტიდან და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან კულტურის სახელმწიფო დაფინანსების საერთო მოცულობა რეგულარულად ზუსტდება იმ დამატებითი დანახარჯების ასანაზღაურებლად, რომლებიც ფასების, ტარიფებისა და ხელფასების ზრდითაა გამოწვეული.
5. კულტურული პროგრამების დასაფინანსებლად სახელმწიფო ხელს უწყობს კულტურის განვითარების ფონდების შექმნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. არასაბიუჯეტო წყაროებიდან თანხების მოზიდვა არ იწვევს სახელმწიფო საბიუჯეტო თანხების შემცირებას კულტურის სფეროში.
კულტურის შესახებ

article  29

7. სამინისტრო აფინანსებს კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ან ახორციელებს მათ ფინანსურ ხელშეწყობას საკუთარი უფლებამოსილებების, მათ შორის, საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროგრამების/ქვეპროგრამების, ფარგლებში. ამ პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება განახორციელოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესი და პირობები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.