Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 34 1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გენერალურ პროკურორს, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალურ აუდიტორს, საქართველოს სახალხო დამცველს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს, თუ ის მიიჩნევს, რომ რომელიმე მათგანის სამართლებრივი აქტით, მოქმედებით ან უმოქმედობით სრულად ან ნაწილობრივ ხელყოფილ იქნა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოპასუხეა ის ორგანო, რომელმაც მიიღო/გამოსცა იმავე პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტი ან განახორციელა აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული მოქმედება ან უმოქმედობა. |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 34 3. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის მიღებისთანავე საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის ასლს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ორგანოებს უგზავნის. თუ ამ ასლის აღნიშნული ორგანოებისთვის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში რომელიმე მათგანი განაცხადებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების სრულად ან ნაწილობრივ ხელყოფას გამოიწვევს, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს, განმცხადებელი საქმეში მოპასუხედ ჩააბას. |