FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

article  20

საქართველოში შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლა.
1. პირმა, რომელსაც სურს საქართველოში ან/და უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანა, უნდა გაიაროს სავალდებულო მოსამზადებელი კურსი, რომლის მიზანია შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა.
2. სავალდებულო მოსამზადებელი კურსის პროგრამა, კურსის ხანგრძლივობა, კურსის გავლის წესი, კურსის საფასური და კურსთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3. განსხვავებული საჭიროების მქონე გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირი თავისუფლდება სავალდებულო მოსამზადებელი კურსის საფასურის გადახდისაგან.
4. შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ გაიცემა კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი, რომლის ფორმას სააგენტოს დირექტორი სამართლებრივი აქტით ამტკიცებს.
5. იმ მშვილებელს, რომელმაც გაიარა სავალდებულო მოსამზადებელი კურსი, მიიღო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი და შვილად აიყვანა ბავშვი, მეორე ან მეორისშემდგომი ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში კურსის გავლა აღარ მოეთხოვება, ხოლო იმ პირმა, რომელსაც ჰყავს ბიოლოგიური შვილი და გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანა სურს, უნდა გაიაროს სავალდებულო მოსამზადებელი კურსი.