Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ article 29 იმ კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის გაცემა, რომელიც შეტანილია კულტურული ფასეულობის დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრში. 1. სამინისტრო გასცემს იმ კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვას, რომელიც მუდმივად ინახება სახელმწიფო მუზეუმში, მუნიციპალურ მუზეუმში, არქივში, ბიბლიოთეკაში ან კულტურული ფასეულობის საცავ სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში. 2. განცხადებას კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად წარადგენს ამ ფასეულობის მესაკუთრე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. 3. მიღებული გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს უნდა ეცნობოს განცხადების მიღების დღიდან არა უგვიანეს 1 თვისა. 4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით. |