Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პროკურატურის შესახებ article 80 სოციალური დაცვა. 1. პროკურატურის თანამშრომლის სოციალური დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით. 2. პროკურატურის თანამშრომლის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო. 3. პროკურატურის თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა, ასევე მისი ოჯახის წევრის (მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი/ნაშვილები) ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა, რომელიც ფინანსდება პროკურატურის მიერ, პროკურატურისათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან, სადაზღვევო ორგანიზაციასთან კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 4. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, რომლებიც დაზღვევის ხელშეკრულებით ანაზღაურებას არ ექვემდებარება, განსაკუთრებულ შემთხვევებში, გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, ანაზღაურებს პროკურატურა. 5. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს მუდმივი საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებულ იმ ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არა აქვს საცხოვრებელი ბინა, სახელმწიფომ შესაძლებელია უზრუნველყოს აუცილებელი საცხოვრებელი ფართით ანდა აუნაზღაუროს საამისოდ საჭირო ხარჯები. |
პროკურატურის შესახებ article 80 6. პროკურატურის თანამშრომელი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 30 კალენდარული დღის ოდენობით. 7. პროკურატურის თანამშრომელს უფლება აქვს, პროკურატურის სისტემის გარეთ არსებულ პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობისთვის 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით არაუმეტეს 3 თვისა. 71. პროკურატურის თანამშრომელს უფლება აქვს, პროკურატურის სისტემის გარეთ არსებულ პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობისთვის 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს ანაზღაურებისგარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა. 8. პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი და მრჩეველი სარგებლობენ შესაბამისი დონის სასამართლოს მოსამართლის ყველა შეღავათით, ხოლო გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები – შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეებისათვის გათვალისწინებული შეღავათებით. 9. პროკურატურის თანამშრომლის საწვავით, ავტომანქანით და სხვა შეღავათით უზრუნველყოფის წესს ადგენს გენერალური პროკურორი. 10. პროკურატურის თანამშრომელს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. |