Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 73 სასამართლო უწყების გაგზავნა. 1. სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. 2. ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება: ა) ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით; ბ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით ან/და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით. 3. დეპეშით დაბარების შემთხვევაში, სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება დეპეშის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით. |
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 73 5. ადრესატისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს. ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას უწყების გადაცემის დრო აღინიშნება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ტექნიკური საშუალებით მოწოდებულ დადასტურებაში ან/და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილ აქტში. 6. მოსამართლეს შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას სასამართლო უწყება შესატყობინებელი ან გამოსაძახებელი პირისათვის ჩასაბარებლად. უწყების დროულად ჩაბარების მიზნით მხარეს შეუძლია სასამართლოს მიმართ წერილობითი განცხადების საფუძველზე, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კურიერის გადაადგილება და მისი მეშვეობით უწყების ჩაბარება. პირი, რომელსაც მოსამართლემ დაავალა უწყების მიტანა, ვალდებულია, სასამართლოს დაუბრუნოს მისი მეორე ეგზემპლარი უწყების მიმღების ხელმოწერით. |
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 73 7. თუ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს მუნიციპალიტეტის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს). მუნიციპალიტეტის ორგანო ანდა უბნის ინსპექტორები ვალდებული არიან, განჩინებით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე მოწმეებისათვის, ექსპერტებისათვის, სპეციალისტებისა და თარჯიმნებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ მოსამართლეს. |
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 73 71. თუ სასამართლოში დასაბარებელი პირი სხვა მუნიციპალიტეტშია (რაიონშია, ქალაქშია) და მისთვის სასამართლო უწყების დროულად ჩაბარება ვერ ხერხდება, საქმის განმხილველ სასამართლოს შეუძლია ადრესატისათვის უწყების ჩაბარება დაავალოს შესაბამის სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზედაც იმყოფება დასაბარებელი პირი. ამ მიზნით საქმის განმხილველ სასამართლოს შეუძლია ტექნიკური საშუალების გამოყენებით გაუგზავნოს შესაბამის სასამართლოს უწყება ან აცნობოს მას უწყების შინაარსი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დავალების მიმღები სასამართლო გამოწერს უწყებას დავალების მიმცემი სასამართლოს სახელით. დავალებას ასრულებს სასამართლოს შესაბამისი მოხელე. დავალების მიმღები სასამართლო ვალდებულია, დავალების მიმცემ სასამართლოს აცნობოს ადრესატისათვის უწყების ჩაბარების თაობაზე, მისი ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზები ან მის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ და გაუგზავნოს შესაბამისი დოკუმენტი ტექნიკური ან სხვა საშუალების გამოყენებით. |
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 73 72. თუ სასამართლოში დასაბარებელ პირს სასამართლო უწყება საზღვარგარეთ უნდა ჩაჰბარდეს, ამისთვის სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს აღნიშნული უწყების ჩაბარების საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წესები. სასამართლო უზრუნველყოფს სასამართლო უწყების საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცენტრალური ორგანოს მეშვეობით გაგზავნას. 8. ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. |