Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 8
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 451 მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა. 1. მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა კერძო მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა შენობა-ნაგებობისა (თუ ეს შენობა-ნაგებობა იმავდროულად ეკონომიკური საქმიანობისთვის არ გამოიყენება), – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით. 4. 18 წლამდე ასაკის პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 451 6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, სასამართლოში, აეროპორტში, სამედიცინო დაწესებულების ან/და ფარმაცევტული დაწესებულების შენობა-ნაგებობაში და მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ნებისმიერი სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, საზღვაო ტრანსპორტსა და საჰაერო ტრანსპორტში), ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში ან/და საჯარო სივრცეში სხვა ადგილას – გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1 200 ლარამდე ოდენობით. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 200 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 451 8. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არასრულწლოვნის თანდასწრებით (მათ შორის, პირად სივრცეში) ან სასწავლო, საგანმანათლებლო ან/და სააღმზრდელო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკის, ბავშვთა გასართობი ცენტრის ან/და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობაში და მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებაზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე 150 მეტრის რადიუსში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით. 10. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით. 11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 451 12. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამხედრო ნაწილში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით. 13. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით. 14. დაწესებულების (იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, მეწარმე სუბიექტი, საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები) მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამოვლენილი ფაქტის აღსაკვეთად ზომების მიუღებლობა – გამოიწვევს დაწესებულების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 15. ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 451 1. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობა არის ნებისმიერი კონსტრუქცია (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), რომელსაც აქვს იატაკი, ნებისმიერი სახის სახურავი ან ჭერი და ზედაპირის (გარდა სახურავისა, ჭერისა, იატაკისა) არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები, მათ შორის, ღია ან დახურული ფანჯარა და კარი. 2. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისთვის ეკონომიკური საქმიანობა განიმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, აღნიშნული საქმიანობა არ მოიცავს შენობა-ნაგებობის საცხოვრებლად ქირით გადაცემას, გარდა სასტუმროს და საოჯახო სასტუმროს მიერ შენობა-ნაგებობის ქირით გადაცემის შემთხვევებისა. 3. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილი, სადაც ნებისმიერ პირს აქვს ყოფნის უფლება ან ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა, აგრეთვე ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განთავსებულია საჯარო სივრცეში ან საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილას. 4. ამ მუხლის მიზნებისთვის პირადი სივრცე გულისხმობს ბინას, საცხოვრებელ სახლს ან/და სხვა სახის მფლობელობას, თუ იქ არსებობს პრივატულობის გონივრული მოლოდინი. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 451 5. ამ მუხლის მე-14 ნაწილის მიზნებისთვის დაწესებულება ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ახორციელებს: ა) არ დაუშვას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა; ბ) თუ არსებობს ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის დამადასტურებელი აშკარა ნიშნები, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი, აგრეთვე სავარაუდო ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირს შეაწყვეტინოს სამსახურებრივი საქმიანობა. 6. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მცირე ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას, აგრეთვე პირი, რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 451 7. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა ამ მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარების ფაქტის დადგენისას გამოიყენება ამ კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნით განსაზღვრული წესი. თუ პირი ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცენარე კანაფის ან მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება და აღნიშნული ფაქტის ადგილზე დადგენა შეუძლებელია, პოლიციელი პირს გამოკვლევის ჩატარების მიზნით წარუდგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს. 8. პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფად ჩაითვლება, თუ ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი დასტურდება ერთობლივად კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნებით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 451 9. პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებად ითვლება მისი მიღების/მოწევის პროცესი, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარების ფაქტი დგინდება პირის ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების შედეგად, ამ კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 10. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ან მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 11. პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს. |