Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 65 ძალადაკარგული ნორმატიული აქტები. 1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს კომისიის: ა) 2000 წლის 1 სექტემბრის დადგენილება „კავშირგაბმულობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე; ბ) 2001 წლის 10 ივლისის დადგენილება „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე; გ) 2002 წლის 20 დეკემბრის დადგენილება „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე. 2. ამ კანონის შესაბამისად კომისიის მიერ ნორმატიული აქტის მიღებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელიც აწესრიგებს კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ ურთიერთობებს. |