Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2180 უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ. 1. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს შესაბამისი ღონისძიების გამოყენებისათვის საკმარის საფუძველს და სათანადო დასაბუთებას. შუამდგომლობაში მიეთითება კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკური აგენტების თაობაზე ზუსტი მონაცემები. 2. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას უნდა დაერთოს უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის საჭირო სხვა ინფორმაცია. |