Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ article 7 საგარეო უსაფრთხოება. საგარეო უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ა) საგარეო საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; ბ) სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განხორციელება; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და დეოკუპაციის პოლიტიკის საერთაშორისო დონეზე განხორციელება; დ) ქვეყნის ფარგლების გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; ე) ქართული დიასპორების ინტერესების დაცვა და მათი საქმიანობის მხარდაჭერა; ვ) სადაზვერვო და საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; ზ) საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩართული უწყებების შესაძლებლობათა განვითარება. |