FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

article  22

საკანონმდებლო ხელისუფლება.
1. საქართველოს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, აკონტროლებს თანასწორობის საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას.
2. საქართველოს მთავრობა წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წერილობით ანგარიშს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე.
3. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაციები ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სფეროში საქართველოს მთავრობის საქმიანობის გასაუმჯობესებლად.
4. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის  საპარლამენტო კონტროლს.