Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ article 43 1. ლიცენზიარს (სელექციონერს) უფლება აქვს, სხვა პირზე (ლიცენზიატზე) გასცეს რეგისტრირებული ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ლიცენზია. 2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ლიცენზიის გაცემა დასაშვებია საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებულ ცხოველის ან მცენარის ახალ ჯიშზე. 3. ლიცენზია შეიძლება იყოს მარტივი ან განსაკუთრებული. 4. მარტივი ლიცენზიის ხელშეკრულებით ლიცენზიარი გადასცემს ლიცენზიატს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების უფლებას. ამასთანავე, ლიცენზიარი ინარჩუნებს ყველა განსაკუთრებულ უფლებას და უფლებას, დადოს სხვა მარტივი სალიცენზიო ხელშეკრულებები. 5. განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით ლიცენზიარი მხოლოდ ლიცენზიატს გადასცემს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების უფლებას. ამასთანავე, ლიცენზიარი განსაკუთრებული სალიცენზიო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში თავად კარგავს ამ ხელშეკრულებით გადაცემულ განსაკუთრებულ უფლებებს და უფლებას, დადოს სხვა სალიცენზიო ხელშეკრულებები. |
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ article 43 6. სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს წერილობით და უნდა ითვალისწინებდეს: ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შესახებ ზუსტ მონაცემებს, ჯიშის გამოყენების სახეებს, ხელშეკრულების მოქმედების ვადას და ტერიტორიას, ანაზღაურების ოდენობას ან ოდენობის განსაზღვრის წესსა და ვადას, აგრეთვე სხვა პირობებს, რომლებსაც მხარეები არსებითად მიიჩნევენ. 7. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის ყველა იმ სახით გამოყენების უფლება, რომლებიც სალიცენზიო ხელშეკრულებით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, ეკუთვნის ლიცენზიარს. 8. ლიცენზიატს ეკრძალება სალიცენზიო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა ან ქველიცენზიის გაცემა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული სალიცენზიო ხელშეკრულებით. |