FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  179

საქართველოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება.
1. პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს საქართველოს მთავრობას. უნდობლობის საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტს.
2. უნდობლობის საკითხის აღძვრასთან ერთად პარლამენტს ერთდროულად წარედგინება ინიციატორების მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატი, საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა.
3. თუ პარლამენტი საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს ახალ მთავრობას, უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება.
4. საქართველოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 178-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი.
5. თუ პარლამენტი უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს საქართველოს მთავრობას უნდობლობას, დაუშვებელია პარლამენტის იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა.