Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 12 სურსათით, სასმელი და მინერალური წყლით, ნედლეულითა და ნიადაგით გამოწვეული დასხივების შეზღუდვა. 1. ბუნებრივი რადიონუკლიდებით მოსახლეობის დასხივების შესაზღუდავად „ტექნიკური რეგლამენტით – მაიონებელი გამოსხივების წყაროებისადმი მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებითა და ძირითადი მოთხოვნებით“ დგინდება შენობაში, სამუშაო ადგილზე, წიაღისეულის მოპოვების ადგილზე და გარემოში ბუნებრივი გამოსხივების გაზომვების ჩატარების წესი. 2. აკრძალულია რადიოაქტიურად დაბინძურებული ნედლეულის, სურსათის, სასმელი და მინერალური წყლის, ასევე მათთან შეხებაში მყოფი პროდუქციის და საქონლის იმპორტი, ექსპორტი და დამუშავება, თუ დაბინძურების დონე აღემატება დადგენილ დაბინძურების დასაშვებ დონეებს. 3.სამუშაო ადგილზე რადონის მოცულობითი აქტივობის დასაშვები დონე, სამშენებლო საქმიანობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის რადიაციული მდგომარეობის შეფასების პირობები, სამშენებლო მასალისა და მშენებლობისათვის განკუთვნილი პროდუქციის რადიოაქტიური დაბინძურების დასაშვები დონეები დგინდება „ტექნიკური რეგლამენტით – მაიონებელი გამოსხივების წყაროებისადმი მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებითა და ძირითადი მოთხოვნებით“. აღნიშნული მასალა და პროდუქცია რადიაციულ კონტროლს ექვემდებარება. |