Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 55 მოვალეობების შესრულებასთან შესაბამისობა. 1. საქართველოს დროშით მცურავი გემის ოპერატორი კომპანია გადაღლის თავიდან აცილების მიზნით ვალდებულია: ა) ვახტზე მდგომისა და ეკიპაჟის იმ წევრებისათვის, რომლებსაც ევალებათ უსაფრთხოების, უშიშროებისა და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების დაცვა, განსაზღვროს და დაადგინოს დასვენების პერიოდები STCW-ის კოდექსის A-VIII/1 ნაწილის შესაბამისად; ბ) მოითხოვოს მოვალეობათა იმგვარად ორგანიზება, რომ დაღლილობის გამო არ შემცირდეს ვახტზე მდგომთა მუშაობის ეფექტიანობა ; გ) მოითხოვოს მოვალეობათა იმგვარად ორგანიზება, რომ რეისის დაწყებისას ვახტზე მდგომი ცვლა და მისი მომდევნო ცვლა იყოს სათანადოდ დასვენებული ან/და უნარიანი მოვალეობის შესასრულებლად. 2. საგანგებო მდგომარეობის ან სასწავლო განგაშის დროს ან განსაკუთრებულ ოპერატიულ სიტუაციაში დასაშვებია, არ იქნეს მოთხოვნილი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დასვენების პერიოდების დაცვა. 3. სააგენტო ვალდებულია ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით უზრუნველყოს სათანადო ზომების შემუშავება STCW-ის კოდექსის A-VIII/1 და B-VIII/1 ნაწილების შესაბამისად . |