FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სამრეწველო ემისიების შესახებ

article  24

ბ) ინფორმაციას საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად მიღებული ზომების შესახებ (საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში).
5. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაუქმებიდან 5 წლის განმავლობაში შეინახოს ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი ხელმისაწვდომობა.
6. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის  პირობების დარღვევაა.
სამრეწველო ემისიების შესახებ

article  24

ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესრულების მონიტორინგი.
1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია შეასრულოს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობები, რომლის შესრულების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ წარუდგენს სააგენტოს, ამავე ნებართვით დადგენილ ვადაში.
2. ემისიების მონიტორინგის მოთხოვნები (მათ შორის, გაზომვის მეთოდოლოგია, სიხშირე, შეფასების პროცედურა) უნდა ეფუძნებოდეს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. მონიტორინგის პერიოდულობას სააგენტო ადგენს საქმიანობის განმახორციელებლისთვის ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ინდივიდუალურად ან ზოგად სავალდებულო წესებში. მიწისქვეშა წყლების პერიოდული მონიტორინგი უნდა განხორციელდეს სულ მცირე 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო ნიადაგის − სულ მცირე 10 წელიწადში ერთხელ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი მონიტორინგი დაბინძურების რისკის სისტემატურ შეფასებაზეა დაფუძნებული. 4.  სააგენტო გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე აქვეყნებს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის:
    ა) სააგენტოსთვის წარდგენილ ემისიის მონიტორინგის შედეგებს, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესაბამისად;