Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ article 4 ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის წესი და პირობები. 1. უფლების მფლობელს ან მის წარმომადგენელს (შემდგომ – განმცხადებელი) უფლება აქვს, სამსახურს წარუდგინოს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში შეტანის (შემდგომ – რეგისტრაცია) შესახებ განაცხადი როგორც წერილობით, ისე ელექტრონულად სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით და მოითხოვოს კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების ან სხვა პროცედურის განხორციელების შეჩერება და უფლების მფლობელის უფლებების დაცვა. 2. რეგისტრაციის შესახებ განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) უფლების მფლობელის სახელს (სახელწოდებას) და მისამართს; ბ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შესახებ ინფორმაციას; გ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შემცველი საქონლის ჩამონათვალს; დ) ორიგინალი საქონლის დეტალურ აღწერას და ნებისმიერ ინფორმაციას (მათ შორის, ორიგინალი საქონლის და მისი შეფუთვის ამსახველ ფოტოსურათებს, ორიგინალი საქონლის სპეციფიკურ და ტექნიკურ მონაცემებს), რომლითაც მარტივდება საქონლის იდენტიფიცირება; ე) საქონლის მწარმოებლის და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე ორიგინალი საქონლის იმპორტიორების/ექსპორტიორების შესახებ ინფორმაციას; |
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ article 4 ვ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას (მათ შორის, ასეთი საქონლის წარმოშობისა და მდებარეობის თაობაზე, სასაქონლო პარტიის, შეფუთვის იდენტიფიცირებისათვის საჭირო დეტალების, გადაადგილების, გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამგზავნის, მიმღების ან მფლობელის შესახებ, ორიგინალი საქონლისა და უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის განმასხვავებელი ნიშნების თაობაზე ინფორმაციას, არსებობის შემთხვევაში); ზ) რეგისტრაციის ვადას, რომელიც 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ვადა განმცხადებლის მოთხოვნით შეიძლება რამდენჯერმე გაგრძელდეს, მაგრამ არაუმეტეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების მოქმედების ვადისა; თ) იმის შესახებ განცხადებას, რომ განმცხადებელი იღებს ვალდებულებას, აანაზღაუროს საქონლის შეჩერებით საქონლის იმპორტიორისათვის, ექსპორტიორისათვის, მფლობელისათვის ან/და სხვა პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში; ი) სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებზე უფლების მფლობელის წარმომადგენლის სახელს (სახელწოდებას), მისამართსა და სხვა საკონტაქტო ინფორმაციას. |
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ article 4 3. რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერების შემთხვევაში, თუ დადგინდა რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირი, იგი ვალდებულია ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს სრულყოფილი (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) განაცხადი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის შესახებ განაცხადი არ შეიცავს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას, ხორციელდება მხოლოდ კონკრეტული სასაქონლო პარტიის შეჩერება და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაცია ხორციელდება, თუ უფლების მფლობელი შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სრულად წარადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. |
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ article 4 5. რეგისტრაციის შესახებ განაცხადს უნდა ერთოდეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განმცხადებლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობის, სერტიფიკატის, სალიცენზიო ხელშეკრულების, დეპონირების მოწმობის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტის) დედანი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი ან/და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ორიგინალი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი, ხოლო თუ რეგისტრაციის შესახებ განაცხადს უფლების მფლობელის წარმომადგენელი წარადგენს – აგრეთვე წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ქართულ ენაზე შესრულებული ან თარგმნილი, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა ან წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი). 6. სამსახური რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერების შემთხვევაში − 2 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის შესახებ ან რეგისტრაციაზე დასაბუთებული უარის თქმის თაობაზე. |
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ article 4 7. რეგისტრაციის შესახებ განაცხადში მითითებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის შესახებ განაცხადში მითითებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მოქმედება წყდება ან უფლების მფლობელს სხვა მიზეზით უწყდება აღნიშნული განაცხადის წარდგენის უფლებამოსილება, განმცხადებელი ვალდებულია ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურს. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მოქმედების შეწყვეტის ან სხვა მიზეზით განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურს უფლება აქვს, შეწყვიტოს განაცხადის განხილვა. 8. რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შემთხვევაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს. 9. რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს რეგისტრაციის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში წარდგენილი რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ განაცხადი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ და ამის თაობაზე, გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, აცნობებს განმცხადებელს. |
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ article 4 10. სამსახურს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღების შესახებ, თუ: ა) მისთვის ცნობილი გახდა, რომ განმცხადებელმა დაკარგა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლება; ბ) უფლების მფლობელი, საქონლის შეჩერების შესახებ შეტყობინების მიღების მიუხედავად, არ ახორციელებს არც ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და არც ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს; გ) უფლების მფლობელის მიერ მოთხოვნილია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღება; დ) სამსახურის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ან მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაცია უფლების მფლობელმა ამავე კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მიზნისაგან განსხვავებული მიზნით გამოიყენა. |